თავმჯდომარეობის კანდიდატები და უთანხმოება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობა“ შიდა არჩევნებისთვის ემზადება.

თავმჯდომარეობის პირველი კანდიდატი, რომელიც ნიკა მელიას კონკურენციას გაუწევს, პარტიის წევრი გიორგი ჩალაძეა, რომელსაც უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. არჩევნებში მონაწილეობას აანონსებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოსთვის“ წევრი გიორგი მუმლაძეც, რომელმაც უმოქმედობის არგუმენტით ბოლო პერიოდში მელია არაერთხელ გააკრიტიკა. არ გეგმავს, თუმცა პარტიის ხელმძღვანელობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც პარტიის განახლების აუცილებლობაზე აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც მოქმედი თავმჯდომარე დავით კეზერაშვილს საჯაროდ დაუპირისპირდა. ორად გაყოფილ გუნდში არჩევნების თარიღზე დროულად შეთანხმებას ითხოვენ. პარტიის ის ლიდერები, რომლებმაც ორი დღის წინ გუნდთან შეუთანხმებლად ნიკა მელიას გადადგომა და შიდა არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, ელექტორატისგან ლეგიტიმაციის ხელახლა მიღების მთავარ მიზნად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებენ. სწორედ ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის და შიდა პარტიულ პროცესებში ექს-თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის სავარაუდო ჩარევის გამო ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში კრიზისი სულ უფრო მწვავდება.