პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიად ჩამოყალიბდა და დამფუძნებელი ყრილობა გამართა. პარტიის წევრებმა წესდება დაამტკიცეს, აირჩიეს სარევიზიო კომისიის წევრები, თავმჯდომარე და ეროვნული საბჭოს შემადგენლობა. დამფუძნებელი „კოალიცია ცვლილებისთვის“ უკვე ყოფილი წევრი ლევან ცუცქირიძეა. მისი განცხადებით, პარტია სამომავლოდ ითანამშრომლებს ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასა და მოქალაქესთან, რომელთანაც ფასეულობები, მიდგომები და მიზნები აერთიანებს. ის 2025 წელს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებსაც გამოეხმაურა.