თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია

თავისუფლების მოედანზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მათ დროულად შეძლეს ხანძრის ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი, ეგვიპტის მოქალაქეს ჰქონდა ნაქირავები. ტურისტის განცხადებით, მან მანქანა შემთხვევამდე დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიქირავა. ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა არ შეუმოწმებია.

მანქანების გაქირავების კომპანიის წარმომადგენელი პირად საუბარში აცხადებს, რომ ავტომანქანა  შემოწმებული იყო. რა გახდა მანქანაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ეს უცნობია. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს.