„თავისუფლების მოედანის“ განცხადება

თსუ-ს პირველ კორპუსთან „თავისუფლების მოედანმა“ ბრიფინგი გამართა, სადაც „დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის“ ათპუნქიანი გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, „თავისუფლების მოედანი“ აქტიურად იწყებს საზოგადოებასთან მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. ლევან ცუცქირიძის თქმით, ისინი წლის ბოლოს მასშტაბური სამოქალაქო ყრილობის მოწვევასაც გეგმავენ.

„თავისუფლების მოედანი“ ქვეყნის მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტს საგარეო საბჭოში გაერთიანებასაც სთავაზობს, რომლის მიზანიც ხელისუფლებაზე საგარეო ზეწოლის გაზრდა იქნება.