„თავისუფლების მოედანი“ მთავრობას მიმართავს

12:16, 26.03.2025

პოლიტიკური პარტია „თავისუფლების მოედანი“ მთავრობას  29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ  მიღებული რეზოლუციის შესრულებისკენ მოუწოდებს. პარტიის ლიდერების თქმით, მოთხოვნების შესრულების ვადა 7 აპრილს იწურება. ლევან ცუცქირიძის განმარტებით, შეუსრულებლობის  შემთხვევაში, ქვეყნის ევროპული საბჭოს წევრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. მისივე განცხადებით, რეზოლუციის მთავარი შესასრულებელი პუნქტები აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩანიშვნაა.

მსგავსი