„თავისუფლების ინსტიტუტის“ პრეზენტაცია

პარლამენტის წინ, „თავისუფლების ინტიტუტის“ მიერ გაშლილ კარავთან, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, „თავისუფლების ინსტიტუტი“ რამდენიმე ძირითად საკითხზე იმუშავებს და შექმნილ მანიფესტს, საბოლოოდ, პოლიტიკურ პარტიებს გაუგზავნის. ძირითად თემებს შორის არის მართლმსაჯულება, ეკონომიკა, განათლება და თავდაცვა. განხილვას ორგანიზაციის წევრები და პოლიტიკური პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.