„თავისუფალმა საქართველომ“ 1992 წლის 2 თებერვალს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

„თავისუფალი საქართველოს“ წევრებმა 1992 წლის 2 თებერვალს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 1992 წლის 2 თებერვალს ზვიად გამსახურდიას მომხრეების საპროტესტო მშვიდობიანი მანიფესტაცია, თბილისის ცენტრში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.

დაიღუპა ათობით და დაშავდა ასობით მშვიდობიანი მომიტინგე. პარტიის ლიდერები დღეს 26 წლის წინ მომხდარის გამოძიებას მოითხოვენ.