თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირსა და ინდოეთს შორის
20-წლიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული – გადაწყვეტილება, რომელმაც გამწვავებული ტრანსატლანტიკურ ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს. ამერიკის ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, ევროკავშირმა ინდოეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ ექვს წელიწადში გაერთიანებამ ინდურ ბაზარზე ექსპორტის მაჩვენებელი უნდა გააორმაგოს. სანაცვლოდ ევროპულ პროდუქციაზე ტარიფები შემცირდება, ან საერთოდ გაუქმდება. ისტორიული ნაბიჯი, ტარიფების ნაცვლად პარტნიორობა და ურთიერთმომგებიანი პირობები, საუკეთესო პასუხი გლობალურ გამოწვევებზე – ასეთი რეაქციები მოჰყვა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან ყველაზე სწრაფი ტემპით მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან მოლაპარაკებების დასრულებას. ორივე მხარე დიდი სარგებლის მოლოდინშია. ინდოეთთან, რომელსაც რუსული ნავთობით ვაჭრობის გამო ტრამპი აკრიტიკებს, ბრიუსელი დიპლომატიური კავშირების და თავდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასაც აანონსებს.