„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას უნივერსიტეტში ადასტურებენ. სასწავლებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, უნივერსიტეტში სწავლის პროცესი აუდიტორებში უკვე შეჩერდა და დისტანციურად გრძელდება. ასევე, როგორც ბექა კოკაია აცხადებს, სტუდენტის ინფიცირების პირველწყარო დადგენილია. ის უნივერსიტეტში ბოლოს ხუთშაბათს იმყოფებოდა. შემოწმების დროს მას სიმპტომი არ ჰქონია, თუმცა გვიან ღამით უკვე ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა. სტუდენტის კონტაქტების წრე, უნივერსიტეტის ცნობით, მცირეა.

ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

დატოვე კომენტარი