თავისუფალი თეატრის განახლებული შენობა გაიხსნა

საზეიმოდ გაიხსნა თავისუფალი თეატრის განახლებული შენობა.

თეატრის გახსნის თარიღი სიმბოლურად შეირჩა. 17 წლის წინ, სწორედ 31 მარტს წარსდგა მაყურებლის წინაშე თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „კომედიანტები”. ამჯერადაც თეატრში გამართული პირველი წარმოდგენა, ისევე როგორც 17 წლის წინ, სწორედ „კომედიანტები“ იყო.

დადგმა ნიკო გომელაურის გარდაცვალების შემდეგ რეპერტუარიდან მოხსნეს, ახლა კი ის აღდგენილი შემადგენლობით დაბრუნდა მაყურებლის წინაშე.