პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, აზიის ქვეყნების ასობით მოქალაქისთვის საქართველოში ბინადრობისა და სამუშაო ნებართვების უკონტროლო გაცემამ სერიოზული პრობლემები შექმნა და ქართულ სამუშაო ბაზარზე ადგილობრივების რიცხვი შეამცირა. მეორე მნიშვნელოვან პრობლემად კუკავამ ემიგრაცია და დემოგრაფიული ვითარება დაასახელა. მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას სამუშაო ვიზების გაცემაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ჰპირდება.