„თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თბილისელებს საწვავის ფასის გაიაფებას ჰპირდება.
კუკავას განმარტებით, არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურებისთვის ახალი ნებართვის გაცემის შემთხვევაში, საწვავის ღირებულება, დედაქალაქის მასშტაბით, 50 თეთრით მყისიერად დაიწევს.