„თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დღეს პენსიონერებთან ერთად, ერთობლივი ბრიფინგი გამართა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან.
კახა კუკავამ საპენსიო რეფორმის პროექტი წარადგინა. მისი განმარტებით, გამოდის ინიციატივით, რომ მინიმალური პენსია მიებას პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებას და პარლამენტარის ხელფასის მატების შემთხვევაში ავტომატურად იგივე პროცენტით გაიზრდება მინიმალური პენსიაც. კუკავას პროექტს ხელი მოაწერეს პენსიონერებმა.