„თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო კამპანია 

რუსთავში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რუსთავის პარტიული სიის წარდგენა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ამომრჩევლებს პარტიამ ის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო, რომელთა განხორციელებასაც „თავისუფალი საქართველო“ რუსთავში გეგმავს. განსაკუთრებული ყურადღება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე, სამართლიანი ეკონომიკური გარემოს შექმნასა და ქალაქის განვითარების სტრატეგიებზე გამახვილდა. პარტიის ლიდერების განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ მზად არის, რუსთაველ ამომრჩევლებს შესთავაზოს რეალისტური და განხორციელებადი პროგრამა, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესებს ემსახურება.