„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

პარტია „თავისუფალი საქართველო“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ხაშურისა და ქარელის ოლქში კახა კუკავამ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გელაშვილი წარადგინა. პარტიის ლიდერები მოსახლეობას ქარელის ცენტრში შეხვდნენ, საარჩევნო პროგრამა გააცნეს და მხარდაჭერა სთხოვეს.