„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების შეხვედრა მხარდამჭერებთან

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, საქართველოს მასშტაბით, მხარდამჭერებთან შეხვედრებს განაგრძობენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში გამართეს.

კახა კუკავას განცხადებით, საქართველოში ორპოლუსიანი პოლიტიკური პლატფორმა არსებობს, რომელიც უნდა დასრულდეს, ამას კი, პატრიოტულმა ძალებმა უნდა შეუწყონ ხელი.