"თავისუფალი საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში ერთვება

საპრეზიდენტო არჩევნების მარათონში პარტია “თავისუფალი საქართველო” ერთვება. საარჩევნო სუბიექტმა განაცხადი ცესკო-ში დღეს დაარეგისტრირა, პრეზიდენტობის კანდიდატს კი მომავალ კვირას დაასახელებენ.

კახა კუკავას თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატზე კონსულტაციები ამ ეტაპზე ლევან ვასაძესთან მიმდინარეობს.  ბიზნესმენის უარის შემთხვევაში კი, პრეზიდენტობისთვის, დიდი ალბათობით, თავად კახა კუკავა იბრძოლებს.

ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებისთვის უკვე 14 კანდიდატია წარდგენილი. საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.