„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ყრილობა

12:11, 24.10.2026

„თავისუფალი ხალხის პარტიამ“ რიგით მეორე ყრილობა გამართა – პარტია „გირჩმა“ სახელწოდება შეიცვალა. ლიდერებმა, დელეგატებთან ერთად, პარტიის სრული და შემოკლებული სახელწოდების ცვლილებაზე იმსჯელეს. ასევე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრები.

პარტიის თავმჯდომარედ იაგო ხვიჩია დასახელდა, პოლიტიკურ საბჭოში კი ხვიჩიასთან ერთად, სანდრო რაქვიაშვილი, ჰერმან საბო და ვახტანგ მეგრელიშვილი იქნებიან. ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის სიმბოლიკა და იურიდიული მისამართიც.

მსგავსი