„თავისუფალი დემოკრატების“ შეხვედრა ამომრჩეველთან 

„თავისუფალი დემოკრატების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ვახტანგ მჭედლიძემ ლაგოდეხის რაიონში, სოფელ აფენში წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, ის კარგად იცნობს როგორც მშობლიური სოფლის, ასევე მთლიანად მუნიციპალიტეტის პრობლემებს. მისთვის პრიორიტეტი იქნება ზრუნვა სასმელი წყლის, ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის რეალიზების და ახალგაზრდობის სპორტული განვითარების საკითხების გადაჭრა.