„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება

„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ხვალ უზენაესი სასამართლოდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, ხელისუფლების მიმართ მათი მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება იქნება. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ სასამართლოზე სრული კონტროლი განახორციელოს.

დატოვე კომენტარი