„თავისუფალი დემოკრატების“ ბრიფინგი

„თავისუფალი დემოკრატები“ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „ტრიბუნასა“ და „ლელოს“ საარჩევნო სააგიტაციო მასალის დაზიანებაში ადანაშაულებს.

როგორც ვახტანგ მჭედლიძემ განაცხადა, მათ ქუჩის პოსტერებზე ოპოზიციური პარტიების პლაკატებია გადაკრული. პარტიის ლიდერმა გამართულ ბრიფინგზე დაზიანებული პოსტერების ფოტო მასალაც წარადგინა. „თავისუფალი დემოკრატები“ ოპონენტებს მოუწოდებს, საარჩევნო კამპანიაში ხელი არ შეუშალონ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ბრალდებებს „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება. მათი განცხადებით, არცერთ ოპოზიციურ ძალას არ ებრძვიან და მათი მიზანი არჩევნებში ერთობით გამარჯვებაა.