"თავისუფალი დემოკრატები" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს დაუჭერენ

“თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერენ. განცხადება ამის შესახებ დღეს შალვა შავგულიძემ გააკეთა. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, “თავისუფალ დემოკრატებს” დავით უსუფაშვილთან თანამშრომლობის საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ და მათ საერთო ღირებულებები და პოლიტიკური მიზნები აერთიანებთ.