თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა

23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი უკვე დასრულებულია.

ასპარეზობა ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველ დღეს სხვადასხვა წონითი კატეგორიის სპორტსმენებმა იასპარეზეს, დღეს კი ფინალური შეხვედრები გაიმართა.

შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზებს.