ახალი წლის ღამე მძიმე აღმოჩნდა ამერიკის რამდენიმე შტატის მცხოვრებლებისთვის.
პირველ იანვარს მომხდარმა თავდასხმებმა ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. 15 ადამიანი დაიღუპა ახალ ორლეანში, სადაც თავდამსხმელი მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანით ხალხმრავალ ადგილას შევარდა. მომხდარი ტერორისტულ აქტად უკვე შეფასდა. არ გამორიცხავენ, რომ მას კავშირი ჰქონდეს ლას ვეგასში მომხდარ აფეთქებასთანაც. პარალელურად კი, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს აკრიტიკებს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პროცესების შეჩერება მხოლოდ ძლიერ მმართველობას შეუძლია.