თავდასხმა ურიუპინსკში ნავთობბაზაზე
ღამით ვოლგოროდის ოლქში, ქალაქ ურიუპინსკში მდებარე ნავთობის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, იერიშების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის გამოც, მიმდებარე სახლებში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობებით, ნავთობგადამამუშვებელი ქარხნები თავდასხმის სამიზნე გახდა იაროსლავლსა და კრასნოდარშიც.