თავდასხმა სიდნეიში 

21:17, 15.12.2025

ავსტრალია საზარელი თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობს.

სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღსანიშნად შეკრებილ ებრაული თემის ათასობით წარმომადგენელს ცეცხლი ერთი ოჯახის ორმა წევრმა მამამ და შვილმა გაუხსნეს. ბოლო მონაცემებით თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 42-ს აღწევს. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი, 50 წლის საჯიდ აკრამი პოლიციის საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა, მისი შვილი 24 წლის ნავიდ აკრამი კი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება.

რა იყო თავდასხმის მოტივი – ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ ბოროტმოქმედთაგან ერთ-ერთს სიდნეიში დაფუძნებულ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ჰქონდა კავშირი. იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელებს იარაღი ლეგალური გზით ჰქონდათ შეძენილი, ავსტრალიის მთავრობა შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებაზე უკვე ალაპარაკდა. ებრაელთა დღესასწაულზე მომხდარი სისხლიანი თავდასხმა ანტისემიტიზმისა და ტერორიზმის მძიმე გამოვლინებად ცხადდება. ავსტრალია მსოფლიო ლიდერების სამძიმარს იღებს, ისრაელის პრემიერი კი ანტისემიტიზმთან არასათანადო ბრძოლის გამო ავსტრალიის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს.

მსგავსი