თავდასხმა შვედეთის ერთ-ერთ სკოლაში
შვედეთში, ქალაქ ფაგერსტაში, სკოლაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 18 წლის ბიჭია, რომელიც დაკავებისას დაიჭრა. შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდამსხმელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა, რომელიც ხმლით იყო შეიარაღებული და ჩაფხუტი ეხურა. როგორც მედია აღნიშნავს, ის მანამდეც იყო ნასამართლევი ძალადობისთვის. ორი მოზარდი მძიმედ დაშავდა. მესამე დაშავებული კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.