თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე 

ოპოზიციური პოლიტიკური ძალების თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე – ეთანხმებიან თუ არა ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ პირველი არხი უნდა გაუქმდეს, – ამ შეკითხვით პირველმა არხმა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმებას ეთანხმებიან „გირჩშიც“. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებები, რაც კანონით არის დაცული, მათ შორის უმცირესობების მიმართულებით, სისულელეა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, დღევანდელი ფორმაციით საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს იმ დაკვეთას, რაც მისი განცხადებით, საზოგადოებას სჭირდება. ვაშაძე მიიჩნევს, რომ პირველი არხი არ მონაწილეობს დემოკრატიის განვითარებაში და მისი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის. ამასთან, ვაშაძე მოითხოვს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები ლოტოტრონის პრინციპის გარეშე გააკეთოს და თავად მოსთხოვოს ხელისუფლებას მონაწილეობა მიიღონ დებატებში.