თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პირველი არხი პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება.

მაშინ როდესაც ქვეყანაში საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა საკონსტიტუციო დონეზეა გარანტირებული, ტელევიზიას აქვს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა და ყველა პოლიტიკურ ძალას აშუქებს თანაბრად, ოპოზიციის ნაწილს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა არ მოსწონს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გადასული და ახლა ისევ უკან დაბრუნებული კახა ოქრიაშვილი არხის საერთოდ გაუქმებას აპირებს. პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც, რომლებიც არხის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტას არჩევნების შემდეგ აანონსებენ. ოპოზიციის ნაწილი ტელევიზიას წინასაარჩევნოდ დებატების წარმართვის მისეულ ხედვას სთავაზობს.

დატოვე კომენტარი