თავდასხმა პროფესიული ეთიკის დაცვის გამო

უსაფუძვლო თავდასხმა პროფესიული სტანდარტების გამო.

საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება. ამჯერად ცალკეული ჯგუფები საზოგადოებრივ მაუწყებელს იმ რეგულაციების გამო აკრიტიკებენ, რომელიც სოციალურ ქსელში ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლების ქცევის წესებს ადგენს. დოკუმენტი „ბიბისის“ და ევროპის მაუწყებელთა კავშირის სტანდარტების საფუძველზე 2018 წლის აგვისტოში მომზადდა და მას შემდეგ პირველი არხის ვებ-გვერდზე ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა გარკვეული ჯგუფები არაერთ საზოგადოებრივ მაუწყებელში მოქმედი კოდექსის მიღმა ცენზურის კვალს ხედავენ და ამტკიცებენ, რომ წლების წინ შემუშავებული განაწესი, თანამშრომლების გასაკონტროლებლად საგანგებოდ მომზადდა. მორიგ თავდასხმას ევროპის მაუწყებელთა კავშირიდანაც გამოეხმაურნენ და ბრალდებების ავტორებს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკაზე მიუთითეს.