თავდასხმა პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი და ოპერატორი უკვე გამოკითხეს.

რეგიონში მომხდარი დაპირისპირების დროს ჩვენი არხის ოპერატორს, ზაზა ბარამიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე უკვე დაიწყო. მარნეულში დაპირისპირება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მოხდა. დაშავდა მთავარი არხის 4 თანამშრომელი, მათგან ერთი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.

დატოვე კომენტარი