თავდასხმა პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე

18:08, 30.09.2020

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი და ოპერატორი პოლიციამ უკვე გამოკითხა. ოპერატორი ზაზა ბარამიძე ექსპერტიზაზე იმყოფებოდა.

მარნეულში მომხდარი დაპირისპირების დროს ჩვენი არხის ოპერატორს, ზაზა ბარამიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

მარნეულში დაპირისპირება „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მოხდა.

 

მსგავსი