მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩასახლებულები პალესტინურ სოფლებს დაესხნენ თავს.
თავდასხმის შედეგად დაშავდა 15 ადამიანი. მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან პალესტინელები, ისრაელელი და უცხოელი მოხალისეები, ისრაელის თავდაცვის ძალების რეზერვისტი, მედიკოსი და „როიტერის“ ფოტოგრაფი. თავდასხმა პალესტინურ სოფლებში – ბურინსა და ბეითაში მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან ნიღბიანი პირები პალესტინელებს ხელკეტებით და როგორც ესვრიან ქვებს ზეთისხილის ბაღში მყოფ მოხალისეებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ასევე არის ბურინის მკვიდრი ბაშარ ეიდი, რომლის სახლის მიმდებარე ტერიტორია ორი კვირის წინ სამხედრო ზონად გამოცხადდა. მაშინ მის დასახმარებლად მისული ისრაელელი მოხალისეები დააკავეს, ხოლო ორი ამერიკელი მოხალისე ქვეყნიდან დაადეპორტეს.