თავდასხმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით
მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ვორობიოვი ავრცელებს. გუბერნატორის განმარტებით, ამ დასახლებებში ექვსი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ოლქის 16 მუნიციპალიტეტში 185 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, სამეურნეო ნაგებობები და ავტომობილები.