მოსკოვში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 11 პირია დაკავებული, მათგან ოთხი, სავარაუდოდ, ტერორისტია. რაც შეეხება მათ ვინაობას, მედიაში გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილთა ნაწილი, სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეა. 115-ს მიაღწია დაღუპულთა რიცხვმა, დაშავებულია 140 ადამიანი, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების შესახებ აქტიურად წერს დასავლური მედია და იუწყება, რომ ტერაქტი დიდი ალბათობით „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.
რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს. პარალელურად, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს, რუსეთის ხელისუფლებას თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს.
თიკა მიგინეიშვილი და ბოლო ინფორმაცია ტერაქტის შესახებ – რა ახალი ცნობები ვრცელდება დაღუპულთა და დაკავებულთა შესახებ?