კრემლზე თავდასხმის შემდეგ მოსკოვიდან უკრაინის მისამართით მკაცრი მუქარა გაისმა.
რუსეთი პოზიციას არ ცვლის და კრემლის თავზე დრონების გამოჩენას პუტინის მიმართ დაგეგმილ ტერაქტად აფასებს, რის გამოც კიევის რეჟიმს განადგურებით ემუქრება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის აუცილებლობაზე ღიად საუბრობენ. კრემლი პასუხისმგებლობას ვაშინგტონსაც აკისრებს, რასაც აშშ კატეგორიულად უარყოფს. კრემლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქების შემდეგ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. არის მსხვერპლი. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად დასავლელი პარტნიორებისგან შეიარაღებას ითხოვს.