ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმამდე, თავდასხმა მოხდა ასევე ბესიკის ქუჩაზე მდებარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში. ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ კობა ხაბაზსა და დუტა პეტრიდისს. კობა ხაბაზის განცხადებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად წიხლებს ურტყამდნენ და თავშიც ჩაარტყეს. უსაფრთხოების კამერების მიერ ჩაწერილ კადრებს პარტია „ახალის“ პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ასახულია როგორ შეიჭრნენ უცნობი პირები მათ ოფისში, კადრებშია ასევე კობა ხაბაზი, რომელსაც ოფისში შეჭრილი პირები თავს დაესხნენ და სცემეს.