თავდასხმა კიევზე

12:27, 16.07.2026

რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი  – დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის 16 წლის ბიჭია, სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. იერიშების სამიზნე სვიატოშინისა და დარნიცის რაიონები იყო, სადაც ხანძარი ადმინისტრაციულ-სასაწყობო შენობებსა და საწყობებში გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი