თავდასხმა გვარდიელებზე – ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს 

21:41, 28.11.2025

დონალდ ტრამპი საიმიგრაციო პოლიტიკას კიდევ უფრო ამკაცრებს და მესამე ქვეყნებიდან მიგრაციის სამუდამო შეჩერებასაც არ გამორიცხავს. მიზეზი თეთრ სახლთან მომხდარი თავდასხმაა, რა დროსაც ეროვნული გვარდიის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. თავდამსხმელი ავღანეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ამერიკაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ჩამოვიდა. მომხდარის გამო ბაიდენი ტრამპის კრიტიკის სამიზნე ისევ გახდა. პარალელურად, 19 ქვეყნის მოქალაქეებისთვის მწვანე ბარათების გადამოწმება დაიწყო და ავღანელ მოქალაქეებთან დაკავშირებული საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. ტრამპი საიმიგრაციო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას აკისრებს.

მსგავსი