თავდასხმა ღაზაზე

ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორგანიზაცია „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“, შვიდი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები დაიღუპნენ ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, როდესაც ისინი ჰუმანიტარული საკვების მიწოდების მხარდასაჭერად მუშაობდნენ. ეს არის ტრაგედია. ჰუმანიტარული მუშაკები და მოქალაქეები არასოდეს უნდა იყვნენ სამიზნეები“, – ვკითხულობთ „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ ორგანიზაციის განცხადებაში.