თავდასხმა ჟურნალისტებზე - დაშავებულების მდგომარეობა

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელთაც გუშინ ბესიკის ქუჩაზე უცნობი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ, ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. ინგოროყვას კლინიკის ექიმის განცხადებით, მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს ტვინის შერყევა და დაზიანებები აღენიშნებათ.