თავდასხმა ჟურნალისტებზე

სასტიკი თავდასხმა ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფსა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებზე.

ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან. მათ გუშინ   ბესიკის ქუჩაზე ნიღბიანი პირები ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც ისინი პირდაპირი ეთერის რეჟიმში მუშაობდნენ. კადრებში ჩანს, რომ მათ ნიღბიანი პირები ესხმიან თავს და სასტიკად უსწორდებიან.   ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმამდე, თავდასხმა მოხდა ასევე ბესიკის ქუჩაზე მდებარე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში. ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს კობა ხაბაზი და დუტა პეტრიდისი. ასევე გუშინვე თავდასხმა მოხდა და ნაცემია მსახიობი გიორგი მახარაძე.

თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება უკვე დაწყებულია.