თავდასხმა დიპლომატიურ კორპუსზე 

მმართველი გუნდი ოპოზიციას დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ამ პოზიციას ოპოზიციის ნაწილიც იზიარებს, ნაწილი კი მმართველი გუნდის ბრალდებებზე ამბობს, რომ დიპლომატიური მისიების მიმართ ოპოზიციონერ ლიდერებს კრიტიკული განცხადებები არ გაუკეთებიათ და კონკრეტული ჟურნალისტის კრიტიკა მისი პირადი პოზიციაა.