თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთში მძევლები აიყვანა, ლიკვიდირებულია

11:57, 23.03.2018

ქალაქ ტრებესში შეიარაღებული პირი მაღაზიაში შეიჭრა და მძველები აიყვანა. მძევლები მოგვიანებით გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია სამი ადამიანი და არიან დაჭრილები; ევროკავშირი მომავალ კვირას, ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიიღებს; დღეს კიევის რაიონული სასამართლო ნადეჟდა სავჩენკოსთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროცესის მსვლელობისას კიევის რაიონულმა სასამართლომ მას უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორის დატოვების უფლება მისცა. რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტის დარბაზში გუშინ დააკავეს და იმუნიტეტი გაუუქმეს

მსგავსი