თავდაცვისა კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატია. ოპოზიცია მის მხარდაჭერას არ გეგმავს.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მხოლოდ მისი ნდობით აღჭურვილ პირებს ნიშნავს. ლილუაშვილს დადებითად ახასიათებენ უმრავლესობაში, სადაც მის მხარდაჭერას გეგმავენ.

ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტმა კენჭი ხვალ უნდა უყაროს.