თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა

ამერიკა-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესისა და ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პარლამენტში იმსჯელეს.

თავდაცვის, უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მინისტრების მოადგილეებმა დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სამუშაო გასწია ქართულმა მხარემ მოლაპარაკების პროცესში საქართველოს ინტერესების დასაცავად. მათი თქმით, პარტნიორებმა რუსეთს მკაფიოდ უთხრეს, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

სხდომას ოპოზიციაც ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი