თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება - შეფასებები

თავდაცვის ყოფილ მინისტრის ბრალს დაახლოებით ერთ საათში წარუდგენენ. ადვოკატი ამბობს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას კორუფციასთან კავშირი არ აქვს და ის მისი სიმართლის დასადასტურებლად ბრძოლას აპირებს. ყოფილ მინისტრი კლინიკა „ჰელსიკორში“ იმყოფება. ინტერესების დამცველის თქმით, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, აგრძელებს მკურნალობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებას „ქართულ ოცნებაში“კლანებს შორის დაპირისპირებად აფასებენ ოპოზიციაში. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერ დანაშაულზე შესაბამის უწყებებს ექნება რეაგირება.