თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს

18:35, 25.09.2026

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოძღვრის დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქ შიო მესამის მისალოცი წერილი. წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე არსებულ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში წირვაც აღავლინეს. ღონისძიებების ფარგლებში, ასევე გაიმართა მთავარი კაპელანის სამხედრო მოძღვრებთან ლექცია-სემინარი, სადაც  კაპელანთა გამოცდილება და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მსგავსი