თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე, ასევე ვაზიანში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში.

დღესვე პარლამენტში, ქვეყნის მუნიციპალიტეტების გერბებთან და თვითმმართველი ქალაქების სიმბოლოებთან ერთად, საქართველოს სამხედრო ძალების, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის, ასევე აღმოსავლეთ სარდლობის დროშებიც გამოიფინება.