თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურსა და მაშინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე პროკურატურა სამივე მათგანისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს კი 100 000-ლარიანი გირაო შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს გამოძიება 2023 წელს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, მაშინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძეს ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას. ამასთან, როგორც დღეს საქმის პროკურორმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, შემოწმდება ყველა საგამოძიებო ვერსია, მათ შორის, გამოძიების პროცესში შეფასებული იქნება ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 17 სექტემბერს ჩაინიშნა.